понедельник, 14 апреля 2014 г.

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღე პროექტის გეგმაში შეფასების ჩარჩოს განხილვას დაეთმო. შევქმენით Excel-ის ფორმა, რომელიც ავტომატურად ითვლის ქულებს. 
გადავხედეთ ჩვენ მიერ შექმნილ პროექტის გეგმას და შევიტანეთ საჭირო ცვლილებები. შევეცადეთ, პროექტისათვის მიგვეცა საბოლოო სახე. 
დღემ როგორც ყოველთვის, საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. სამწუხაროდ, ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. 

пятница, 11 апреля 2014 г.

ტრენინგის მე-7 დღე

მე-7 დღის პირველ ნახევარში ჩვენ მიერ მომზადებული გაზეთების შესახებ პრეზენტაციები მოვისმინეთ, შემდეგ კი არსებული მასალები ავტვირთეთ პორტფოლიოში Google drive-ზე. დღის მეორე ნახევარი შეფასების ფორმების შესწავლას დაეთმო. 

ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე

воскресенье, 6 апреля 2014 г.

ტრენინგის მე-6 დღე

ტრენინგის პირველი ნახევარი ჩვენ მიერ წინა დღეს მომზადებული პრეზენტაციების განხილვას მიეძღვნა. პრეზენტაციის პროცესში მივიღეთ სასარგებლო შენიშვნები ტრენერისა და კოლეგებისაგან. აგრეთვე ტრენინგის სახელმძღვანელოში გავეცანით მოდულებს ინტერნეტმასალების გამოყენებისას საავტორო უფლებების დაცვის და სხვადასხვა საძიებო სისტემების გამოყენების შესახებ.
დღის მეორე ნახევარში შაბლონის მიხედვით სასკოლო გაზეთის მომზადება ვისწავლეთ. ეს პროცესი განსაკუთრებით მომეწონა და ბევრი საინტერესო იდეა დამებადა, თუ როგორ გამოვიყენებ ამ ინსტრუმენტს მოსწავლეებთან მუშაობის პროცესში.

суббота, 5 апреля 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს ჩვენმა ტრენერმა საშინაო დავალების მიმოხილვის შემდეგ პრეზენტაციის გაკეთება გვასწავლა. მოვამზადეთ საჭირო მასალები და შევქმენით ელექტრონული პრეზენტაცია Power Point-ში.
ტრენინგის მეორე ნაწილში ბლოგზე ვიდეოს ატვირთვა ვისწავლეთ. თითოეულმა მონაწილემ youtube -ზე შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი ვიდეო და ავტვირთეთ ბლოგის პორტფოლიოში.

воскресенье, 30 марта 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე ჩვენ მიერ პროექტისთვის მოფიქრებული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების განხილვით დაიწყო. ტრენერისა და ტრენინგის მონაწილეთა შენიშვნების გათვალისწინების შედეგად რედაქტირებული კითხვები გადავიტანეთ პროექტის გეგმის შესაბამის გრაფაში.
ტრენინგის მეორე ნაწილი სახელმძღვანელოს მიხედვით პროექტის შეფასების სისტემის განხილვას დაეთმო.
საშინელი ამინდის მიუხედავად, ეს დღეც სხვა დღეების მსგავსად ხალისიანად და საინტერესოდ წარიმართა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:

რა გვილამაზებს ცხოვრებას?

თემატური კითხვები:

1. რა განაპირობებს ორგანიზმებისათვის განსხვავებულ გარემო პირობებს სხვადასხვა ბუნებრივ ზონებში?

2. როგორ ეგუებიან ორგანიზმები განსხვავებულ ბუნებრივ პირობებს?

3. რა ტიპის ადაპტაციები ვიცით?

შინაარსობრივი კითხვები:

1. როგორი გარემო პირობებია სავანაში, ტროპიკულ ტყესა და უდაბნოში?

2. რა ადაპტაციები ჩამოუყალიბდათ მშრალი კლიმატის მცენარეებსა და ცხოველებს?

3. რა ადაპტაციები ჩამოუყალიბდათ ცხელი და ტენიანი კლიმატის მცენარეებსა და ცხოველებს?

4. დაასახელეთ სავანაში გავრცელებული მცენარეები და ცხოველები, აღწერეთ კონკრეტული ადაპტაციები.


5. დაასახელეთ უდაბნოში გავრცელებული მცენარეები და ცხოველები, აღწერეთ კონკრეტული ადაპტაციები.

6. დაასახელეთ ტროპიკულ ტყეში გავრცელებული მცენარეები და ცხოველები, აღწერეთ კონკრეტული ადაპტაციები.  

пятница, 28 марта 2014 г.

ტრენინგის მესამე დღე

  დღეს განვიხილეთ საშინაო დავალებად მოცემული საინფორმაციო ბროშურები. ვისწავლეთ პროექტისთვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა. დავიყავით ჯგუფებად და თითო ჯგუფმა ერთ რომელიმე თემაზე მოიფიქრა სხვადასხვა ტიპის კითხვები. კითხვები ერთობლივად განვიხილეთ ტრენერთან ერთად და მივიღეთ საჭირო რჩევები. 

ტრენინგის მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე კიდევ უფრო საინტერესო გამოდგა: ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და დავიწყეთ საინფორმაციო ბროშურის მომზადება.

воскресенье, 23 марта 2014 г.

ტრენინგის პირველი დღე

შეხვედრა ტრენერთან დაიწყო გაცნობით. მან წარმოგვიდგინა სამუშაო გეგმა და ის ელექტრონული სახელმძღვანელო, რომელიც სწავლის პროცესში დაგვეხმარება. ტრენერის ინსტრუქციების  მიღების შემდეგი დავიყავით მცირე ჯგუფებად და გავეცანით ამერიკელი კოლეგების მიერ შემუშავებულ სასწავლო პროექტებს. თითოეულმა ჯგუფმა განიხილა ერთი პროექტი, მოამზადა და წარმოადგინა მოკლე პრეზენტაცია.